ხულოში მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, 2 სოფლის – გელაძეებისა და პაქსაძეების – დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დაზიანდა. ბზარები იმდენად ღრმაა, რომ გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
სოფელ პაქსაძეებიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილია, თუმცა, ორივე სოფელი, მიწის მასის ჩამოწოლის გამო, კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.
„სოფელ პაქსაძეებიდან მოსახლეობა, ფაქტობრივად, გაყვანილია, უსაფრთხოდ არის, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სოფელ გელაძეებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, ფაქტობრივად, არის ჩაკეტილი. აღნიშნულ სოფელს ალტერნატიული გზა საერთოდ არ აქვს და მოსახლეობა, ამ წუთის მონაცემებით, უგზოდაა დარჩენილი. და კიდევ ერთხელ ვითხოვთ აღნიშნული ვითარების დროულად გამოსწორებას“, – ამბობს ხულოს საკრებულოს წევრი ენმ-დან, მარად შავაძე.
ფოტო: “ბათუმელები”