Thursday, September 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ცუ­დად ვარ, ვწე­რავ, აწე­უ­ლი მაქვს შა­ქა­რი და წნე­ვა, რძალ­მა შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც მე უნდა გავ­ზარ­დო…” – რას ჰყვება იპოთეკარი და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

January 24, 2024
„ცუ­დად ვარ, ვწე­რავ, აწე­უ­ლი მაქვს შა­ქა­რი და წნე­ვა, რძალ­მა შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც მე უნდა გავ­ზარ­დო…” –  რას ჰყვება იპოთეკარი და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

გუშინ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლეს. აღნიშნულს დიდი ხმაური მოჰყვა. სამართალდამცავებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.

„ტვ პირველის“ ცნობით, იპოთეკარი, რომლის გამოც, ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, დარეჯან დვალია.

ამავე მედიის ინფორმაციით, ის 6 ბინის მფლობელია. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული საჩხერის რაიონში 7 მიწის ნაკვეთიც.

მარინა ხატიაშვილი თავისი ოჯახის გამოსახლებას კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. მისი თქმით, „მევახშეს სახელმწიფო იცავს“.

AMBEBI.GE დარეჯან დვალს დაუკავშირდა.

„ცუ­დად ვარ, ვწე­რავ, აწე­უ­ლი მაქვს შა­ქა­რი და წნე­ვა. ეს არ არის კარ­გი საქ­მე და მე ცუ­დად ვარ… რა ბრალ­დე­ბე­ბიც გა­ის­მა, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, ვინც ჩემ­ზე რა­ღა­ცე­ებს ლა­პა­რა­კობს, უთხა­რით, სიც­რუ­ეს თავი და­ა­ნე­ბონ. ქო­ნე­ბას მით­ვლი­ან, 6 სახ­ლიო, 7 მი­წის ნაკ­ვე­თიო, და ვა­ი­მე, დედა, რა ვქნა, 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლიც მყავს და ვერ გავ­წყვი­ტავ ვერც მათ და ვერც მათ შვი­ლებს?! ყვე­ლას მე ვპატ­რო­ნობ და ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მყავს – რძალ­მა შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც მე უნდა გავ­ზარ­დო, ვუ­პატ­რო­ნო და ამის გარ­და, გა­ჭი­რე­ბუ­ლი კი­დევ მი­ლი­ო­ნი მყავს. ვინ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მფარ­ვე­ლობს, ვუი, ვუი, და­მა­ნე­ბეთ თავი, არ გა­მა­ცი­ნოთ, კა­ნო­ნია ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი! ცუ­დად ვარ და ისე ნუ იზამთ, უა­რე­სად გავ­ხდე“, – თქვა დვა­ლმა.

მედიასთან ასევე კომენტარი გააკეთა გამოსახლებული ოჯახის წევრმა, მარინა ხატიაშვილმა.

„დღეს კი­დევ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ახ­ლობ­ლე­ბი და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ. არ­სად გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ, არც გა­ჩე­რე­ბას, ვეც­დე­ბით, რომ ნაც-ქო­ცუ­რი კო­ა­ლი­ცია და­ვას­რუ­ლოთ. ქუ­ჩა­ში კი დავ­რჩით, მაგ­რამ, ღვთის მად­ლით, მყავს მე­გობ­რე­ბი და მათ­თან გა­ვა­თე­ნებ ღა­მე­ებს… ჩვენ­სა და მე­ვახ­შეს შო­რის გუ­შინ ვერ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა იმი­ტომ, რომ ისეთ საქ­მე­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც 5 წელი არ გა­მო­ვი­და, სა­ა­თე­ბით ადრე რო­გორ გა­მო­ვი­დო­და? ისე, ესეც თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა იყო…

სა­სა­მარ­თლომ ბინა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა და ვის­გა­ნაც თან­ხა ნა­სეს­ხე­ბი მაქვს, იმან­ვე შე­ის­ყი­და. დავ­რჩი ღია ცის ქვეშ. სა­ხელ­მწი­ფო აწყო­ბი­ლია სა­მე­ვახ­შეო სის­ტე­მა­ზე და არა­ვი­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დად­გეს – არც ის მე­ვახ­შე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყო და არც ჩვენ. ამ ქალ­ბა­ტონ­მა იმ­დე­ნი ქნა, ხელ­ში ჩა­იგ­დო ქო­ნე­ბა, რო­გორც ჩანს, მას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­შიც და სხვა­გა­ნაც ჰყავს მფარ­ვე­ლე­ბი. ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა (რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლეა გა­მო­ნაკ­ლი­სი) მე­ვახ­შე­ებს, ჩვე­ნი მო­სა­მარ­თლეც ეჭვი მაქვს, გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და დვალ­თან. რომ არა კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა, ეს საქ­მე ასე არ გა­და­წყდე­ბო­და. ჩვენ უამ­რა­ვი მა­სა­ლა გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, რომ ესე­ნი არც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან და არც არა­ფე­რი. როცა ვჩი­ო­დი, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღეს.

დღეს აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­რომ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ჩემი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­რეთ გა­მო­ყა­რა, წიგ­ნე­ბი ტა­ლახ­ში ყრია და ფე­ხე­ბით გა­და­უ­ა­რეს. ამა­ზე ძაან არა­ფერ­ზე დამ­წყვე­ტია გული. რა თქმა უნდა, ვა­პი­რებ ბრძო­ლას ამ ქალ­ბა­ტო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ადა­მი­ან­საც ვერ და­არ­ქმევ, არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. დღეს ჩემ­თან პო­ლი­ცი­უ­რი გა­მო­სახ­ლე­ბა ჩა­ტარ­და (რაც 2015 წელს აიკ­რძა­ლა), აღ­სრუ­ლე­ბა და პო­ლი­ცია ერ­თად მოქ­მე­დებ­და, ახ­ლაც იქ არი­ან, პო­ლი­ცი­ა­მაც დაგ­ვარ­ბია, როცა გა­მოვ­დი­ო­დი წა­მაქ­ცი­ეს, კეფა მაქვს დარ­ტყმუ­ლი, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. სის­ტე­მას­თან ბრძო­ლას ვა­პი­რებ, რა საკ­ვირ­ვე­ლია, სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში“, – თქვა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ავტობუსის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
  • სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge