ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„დღევანდელი საქართველო, მთელი თავისი მთავრობით, მთელი თავისი კორუმპირებული პოლიტიკური კლასით, მთელი თავისი „ელიტებით“, თავისი ანტიქრისტიანული ეკლესიით, თავისი არარსებული საზოგადოებით – ესაა რაღაც პათოლოგიური წარმონაქმნი მსოფლიო რუკაზე, ქვეყანა, სადაც მევახშეები და სპეკულიანტები ბატონობენ, სადაც თაღლითობა და გამომძალველობა კანონიერია, ხოლო მათ მხვერპლს კი პოლიცია დასდევს, სადაც ყველა „სახელმწიფო“ სტრუქტურა ამ ყველაზე ბინძური კრიმინალების ინტერესების დაცვას ემსახურება. სანამ მთელი ეს პოლიტიკური კლასი არ დაგაშენდება, მთელი ქვეყანა ერთი ბინძური ლაქა იქნება დედამიწაზე“, – წერს ის.