Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება სადაც ხალხი შიმშილით და სიცივით არ კვდება” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

January 24, 2024
“ეს ადამიანი გარდაცვლილა… მისი სიმტკიცით აღფრთოვანებული ვარ…” – ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

“ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება სადაც ხალხი შიმშილით და სიცივით არ კვდება” – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ვულგარული პოპულიზმის პასუხად:
1. ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება სადაც ხალხი შიმშილით და სიცივით არ კვდება;
2. მაგრამ იმისთვის, რომ ვიქცეთ ასეთ საზოგადოებად – არ უნდა ვიყოთ ღარიბები;
3. იმისთვის, რომ არ ვიყოთ ღარიბები, გვჭირდება ხელმისაწვდომი ფული – რომელსაც ვისესხებთ და ჩავდებთ ბიზნესში, რომლითაც ვიყიდით ბინას …
4. რაც უფრო დიდ რისკთან იქნება ფულის სესხება, მით გაგვიძვირდება და გაგვირთულდება ფულის შოვნა ბიზნესის საკეთებლად, ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
5. საქართველოში ფულის სესხება ძვირია (უფასო ფული არ არსებობს და რაც “არსებობს”, იმ ფულსაც ფასი აქვს, მონობა)
6. ძვირია ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანისთვის ვინც დღეს გამოასახლეს;
7. იმისთვის, რომ ფულის სესხება გაიაფდეს, გარდა ნატოში შესვლისა და გამდიდრებისა, გვჭირდება რომ ხალხმა ფული დააბრუნოს ამა თუ იმ ფორმით;
8. ქართული ოცნება სამარცხვინოა იმის გამო, რომ ამ თემით პოპულისტურად ისარგებლა, იპოთეკარებზე არარეალისტურ დაპირებები გასცა და შემდეგ, თავი რომ დაეძვრინა, რეგულაციები მიიღო რამაც მოქალაქეებს ფულის სესხება კიდევ უფრო გაურთულა და გაუძვირა.
9. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი სამარცხვინოა იმის გამო, რომ ქართული ოცნებისგან არაფრით განსხვავდება და აყროლებულ პოპულიზმს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს ნაცვლად საღი აზრისა.
რომ შევაჯამო:
10. ნასესხებ ფულს უნდა დაბრუნება.
11. ფულის სესხება საქართველოში ღირს ძვირი ა) უსაფრთხოების რისკების გამო; ბ) სახელმწიფო რეგულაციებით ფულის ხელმისაწვდომობის ხელოვნური შეზღუდვის გამო; გ) ვალის ამოღებასთან დაკავშირებული რისკების გამო;
12. თუ გვსურს ძვირი არ ღირდეს, ვალის აღება და ამოღება კი არ უნდა გავართულოთ პოპულისტური ისტერიკით, პირიქით – ფულის გაცემა და ამოღება უფრო იოლი უნდა გავხადოთ და თავისუფალი სასამართლო შევქმნათ, რომლის მიმართაც ნდობა იარსებებს.
13. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ყოფილი ბანკირები მევახშეებს გმობენ, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ტაბულას თანამშრომლის შვილები ახალ წელს მშობლების უხელფასოდ დატოვებას სწორედ მევახშეებს გადაურჩენიათ, იმიტომ რომ ბანკები სესხს არ მაძლევდნენ მძიმე რეგულაციების და რეჟიმის წნეხის გამო.
14. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სულ რომ იატაკქვეშეთში მოუწიოთ მევახშეებს გადასვლა, მაინც გადამარჩენენ იმიტომ რომ რაზეც მოთხოვნა არსებობს, მიწოდება ყოველთვის ჩნდება.
15. უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე ღირსეულმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს და ხელი გაუმართოს, მაგრამ ეს ბანკებზე და მევახშეებზე ძალმომრეობით და მეტი რეგულაციებით არ მიიღწევა – პირიქით, ეს ყველაფერი ფულის სესხებას კიდევ უფრო აძვირებს და გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.
P.S. ყველა ფარისეველს, ვინც საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით შემომივარდება, დავბლოკავ და დღის ბოლოს მათ სიაზე ვიცეკვებ”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge