რუსეთში, კემეროვოს რაიონში დააკავეს ქალი, რომლის ცხრა თვის ბავშვმა თავი სათამაშოს დაარტყა და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
SHOT-ის ცნობით, დედას თავდაპირველად არ მიუნიჭებია მნიშვნელობა დაზიანებისთვის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ბავშვი გაციების გამო ტიროდა.
ტელეგრამის არხის ცნობით, 12 იანვარს, ბავშვი თამაშობდა, დაეცა და თავი დაარტყა. ამ ფაქტისთვის დედას დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.
ორი დღის შემდეგ ბავშვის ტემპერატურა 37,5 გრადუსამდე გაიზარდა. მას ნუროფენი მისცეს და დასაძინებლად დააწვინეს. თუმცა, დაახლოებით ღამის ორ საათზე ბიჭმა გაიღვიძა და ძლიერად დაიწყო ტირილი. შემდეგ დედამ უკვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ მისულ ექიმებს ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.
სასამართლო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი რამდენიმე დღის წინ მიღებული თავის ტვინის ტრავმული დაზიანება გახდა.
საქმეზე გამოზიება „გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევის“ მუხლით აღიძრა.
დედას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.