Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მავნეა თუ არა სახლში ძაღლის ან კატის ყოლა ბავშვისთვის – ინფექციონისტის რჩევები მშობლებს

January 23, 2024
მავნეა თუ არა სახლში ძაღლის ან კატის ყოლა ბავშვისთვის – ინფექციონისტის რჩევები მშობლებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საკითხს, მავნეა თუ არა სახლში ძაღლის ან კატის ყოლა ბავშვისთვის.

“ბევრ მშობელს უკითხავს, ბავშვისთვის ძაღლის ან კატის სახლში ყოლა ხომ მავნეაო?

ამ კითხვაზე პასუხს მცირე სტატისტიკით დავიწყებ:

იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენთან, ძალიან ბევრ ადამიანს ყავს სახლში ცხოველი. აშშ-ში ოჯახების 70%-ს ყავს ძაღლი ან კატა (60 მილიონს ძაღლი, 40 მილიონს – კატა). ბრიტანეთში ოჯახების თითქმის 60%-ს ყავს შინაური ცხოველი. ეს სტატისტიკა მზარდია (აშშ-ში ბოლო ოცი წლის მანძილზე 58%-დან გაიზარდა 70%-მდე).

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლის ან კატის ყოლა ამცირებს სოციალური იზოლაციის განცდას, ამცირებს დეპრესიის რისკს და ზოგადად დაკავშირებულია უკეთეს მენტალურ ჯანმრთელობასთან. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის დროს, როდესაც იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის შინაური ცხოველი ზოგჯერ საუკეთესო საშუალება იყო მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ნერვული სისტემის დაავადებების დროს რეაბილიტაციის მთელი რიგი პროგრამები იყენებს შინაური ცხოველის ჩართვას ამ პროცესში (animal-assisted program).

გარდა ამისა, ძაღლის ყოლა აიძულებს პატრონს ფიზიკურად უფრო აქტიური იყოს (გასეირნებისას ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე ყოფნა), რაც ასეთი იძულების გარეშე ზოგჯერ ძალიან ეზარება ადამიანს.

ბევრი ადამიანი ძაღლის ან კატის ყოლის საწინააღმდეგო არგუმენტად ცხოველის ბეწვზე შესაძლო ალერგიას ასახელებს. საერთო ჯამში ცხოველის ბეწვზე ალერგიის სიხშირე ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ოთახის მტვერზე და სხვა ბევრ ალერგენზე, თუმცა, თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ადამიანს აქვს რომელიმე ცხოველის ბეწვზე ალერგია, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არგუმენტია.

რაც შეეხება ინფექციურ დაავადებებს – რა თქმა უნდა, არსებობს ინფექციები, რომლებიც ძაღლისგან ან კატისგან შეიძლება გადაედოს ადამიანს (ცოფი, ბარტონელოზი ანუ კატის ნაკაწრის დაავადება, ტოქსოპლაზმოზი, ლეპტოსპიროზი და სხვ), თუმცა უფრო მეტი ადამიანი ზოოონოზური ინფექციებით არასაკმარისად დამუშავებული ხორცით და ხილის და ბოსტნეულის არასწორი/არასაკმარისი რეცხვის გამო ინფიცირდება, ვიდრე შინაურ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით.

ჩვენი ქვეყნის პრობლემა ცხოველის სახლში ყოლა კი არა, ის მიუსაფარი ცხოველებია, რომლებიც მრავლად არიან ქუჩებში და ისინი აქ სწორედ ადამიანების უპასუხისმგებლობის გამო მოხვდნენ. სწორედ აქ არის ინფექციური დაავადებების პრობლემა. სანამ იარსებებს ადამიანი (არ ვიცი საერთოდ ადამიანი თუ შეიძლება ვუწოდო), რომელიც ცხოველს სახლიდან აგდებს, ყველა დანარჩენი არგუმენტი უბრალოდ უადგილოა. ცხადია, სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს ამას, მაგრამ ჩვენს სინდისზეც ბევრია დამოკიდებული.

ვიცი, რომ ძალიან ძნელია ძაღლის და კატის მოვლა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პოზიტივი იმხელაა, ყველაფერს გადაწონის და შვილებისთვის უარის თქმის საბაბად, გთხოვთ, ინფექციებს ნუ მოიშველიებთ. უბრალოდ, ვასწავლოთ ცხოველებთან სწორი მოქცევა, ხელის ხშირი ბანა (ეს ისედაც გამოადგებათ) და არაფერი დაემუქრებათ”,_ წერს ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი იწვის – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • “ფორმულა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ევროპის პოლიტიკური სამიტი სომხეთში​ – რა შედეგებით ბრუნდება კობახიძე თბილისში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge