მომღერალი, ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, გადაცემა „დილა მშივიდობისა საქართველოს“ ესტუმრა.
რუბრიკაში „დედა“ მან თავისი დედის შესახებ ემოციურად ისაუბრა.
„ის, რასაც დღეს მე წარმოვადგენ, დედაჩემის შექმნილია. დედამ მასწავლა შრომის ფასი, ასევე სხვისი შრომის დაფასება. ოქროს შუალედი მასწავლა. დედაჩემი დღემდე მაოცებს, უხარია ყოველთვის ცხოვრება, ახლა რომ ვუყურებ ახალ ინტერესებს აღმოაჩენს და ვფიქრობ ეს ძალიან მაგარია. რომ არა დედაჩემი, ცხოვრება ასეთი ფერადი არ იქნებოდა“, – თქვა ფაცაციამ.