ცნობილი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“ნუ გაუნაწყენდებით ამინდს, არ შეიცვლოთ განწყობა ნაცრისფერი და ცივი დღეების გამო, ჩვეულებრივი ზამთრის ამინდი გვაქვს, რომლისთვისაც უნდა ვყოფილიყავით მზად…
სასიხარულო ის არის, რომ ხვალიდან საქართველოში ნალექის ინტენსიობა შემცირდება და ზეგ ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.
ტემპერატურა განსაკუთრებით ღამით იქნება დაბალი 0 თან ახლოს უარყოფით ნიშნულამდე, დღისით კი მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მზის ხარჯზე დასავლეთში +10, აღმოსავლეთში კი +7 გრადუსამდე დათბება.
ზამთრის ბოლო ნაწილის ტენდენცია შეიძლება იყოს საინტერესო ამბების მომტანი, როგორც ახლო წარსული გვასწავლის, სეზონის მეორე ნაწილში ამინდის პირობები კვლავ შეიძლება იყოს ცივი და ნალექიანი, ამის შესახებ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ შემდეგ განახლებებში.
გისურვებთ სასიამოვნო დღეებს და მზეს გულში.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”