პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,გუშინ, ვიღაც ქალბატონი დამეტაკა 1000 ლარიანი პენსიის ჩვენ გვჯერა და სხვა რამეზე ილაპარაკეო.
გადავედი მის კედელზე, ხაზარაძესთან მუშაობს – მის ყველა სისულელეს აშიარებს.
ვცადე ამეხსნა, რომ ხაზარაძის თანამშრომლების დაქირავება, ან გადაბირება ჩემს ინტერესში არ არის, ამიტომ ან მან დამბლოკოს, ან მე დავბლოკავ რომ ნერვები არ იშალოს.
ნერვები კი აუცილებლად აეშლება, იმიტომ რომ საარჩევნო ტყუილებთან, არაპროფესიონალიზმთან, უპასუხისმგებლობასთან, მუდამ დაპირისპირებული ვიქნები და გაჩუმების მოთხოვნებს ძალიან აგრესიულად ვუპასუხებ.
დაბლოკვა რომ ვახსენე, მეორე ისტერიკა დაიმართა – რატომ მბლოკავ, ხომ შეიძლება აზრი შევიცვალოო.
ანუ თან უნდა რომ ხელფასი აიღოს იმაში, რომ შემომივარდება და გაჩუმებას მომთხოვს (არგუმენტები თავად ხაზარაძეს არ აქვს და მის კოორდინატორს საიდან ექნება) და თან იმ ხმით მაშანტაჟოს, რაშიც ხაზარაძე უხდის ხელფასს.
2020 წლის არჩევნებში ხობის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 5 კოორდინატორი ყავდა პარტიას დაქირავებული.
მაგ სოფელში ერთი ხმა ავიღეთ.
(მოგვიანებით გაირკვა რომ ქმარი ნაცების კოორდინატორი იყო, ცოლი – ჩვენი, რაღაც პატარა ფული გამოსტყუეს დებილ პარტიებს და დაგვცინეს).
ეს გარყვნილება პოლიტიკური ელიტის ბრალია.
პოლიტიკურმა ელიტამ ჩააგონა კოორდინატორებს, რომ ნორმალურია ხელფასი ერთი პარტიისგან აიღო და ხმები მეორე პარტიას მიუტანო.
პოლიტიკურმა ელიტამ დაცალა პოლიტიკა შინაარსისგან და აუნთო მწვანე პოლიტიკურ კორუფციას.
პოლიტიკურმა ელიტამ გააქრო ერთგულება და დაამკვიდრა მაიმუნობა.
ამიტომ უნდა დაემხოს კორუმპირებული, გახრწნილი პოლიტიკური ელიტა და შეიქმნას ახალი პოლიტიკური ენერგია, რომელიც პოლიტიკურ კორუფციას ჩარეცხავს.
ამიტომ უნდა გაუქმდეს კოორდინატორების კორუმპირებული, გაქნილი და ფლიდი ინსტიტუტი, რომელიც ფულის ტომრებზე დამოკიდებულს ხდის პოლიტიკას და პოლიტიკურ სპექტრს სახეს აკარგინებს.
ამომრჩეველზე ინფორმაცია არა კორუმპირებულმა, ცინიკურმა ადამიანებმა, არამედ თანამედროვე, ზუსტმა ტექნოლოგიამ უნდა შეკრიბოს.
ევროპული საქართველო სწორედ ამას აკეთებს.
ჩვენ ვაუქმებთ კოორდინატორების კორუმპირებულ ინსტიტუტს და სრულიად ახალ, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სისტემას ვქმნით, რამაც პატიოსანი, გულანთებული, შინაარსით მოტივირებული მოკავშირეები უნდა გვაპოვნინოს და ჩვენ, ერთად ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.
ყველა ჯიუტი, პრინციპული და გონიერი ადამიანი ჩვენთან უნდა შეიკრიბოს”,- წერს ჩერგოლეიშვილი