თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
„სერიიდან- “რად უნდა რეაბილიტაციას ამდენი დრო”
ეს დიდუბის ხიდია. ხიდს, რომელზეც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება, აი ასეთი ჟანგიანი არმატურა იცავდა. ხო, რა ვიცი…
პ.ს. ხიდი უკვე რეაბილიტირებულია და სრულიად უსაფრთხოა“, – წერს ის.