აზერბაიჯანში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც report.az ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრა მილ-მუგანის რეგიონში მოხდა.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ბაქოს დროით, 22:05 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.