საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალური ქსელით გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გუდაურში არსებულ ფასებს შეეხებოდა.
„პური -10 ლარი, წყალი – 5 ლარი“ – რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?
საქართველოს მთავრობა იცით რომ, მაგალითად საფრანგეთში, ნიცაში, კანში, სანტროპეში, კურშევილში, შამომიში, ბარსელონეტში, პარიზში, ლილში, ბორდოში, რუანში და თუნდაც მონკუიში ან ბურბურში, ფასები ყველა სუპერმარკეტში, კაფეში და რესტორანში (თუ განსაკუთრებული დახურული კლუბი ან რესტორანი არაა “მიშლინის” ვარსკვლავებით) ფასი არის ერთი და იგივე და პური ორი ლარი ღირს, ყავა-ოთხი და წყალი ლარნახევარი? ( ევროები რომ ლარებში გადმოიყვანო) ..
რა უბედურებაა მართლა და მართლა, ქვეყანას ერთიანი ფასწარმოების პილიტიკა არ უნდა ქონდეს?.. მითუმეტეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დირექტივები გვავალდებულებს?…“ – წერს ის.