Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ნიშნავს ნათლისღება და რა ძალა აქვს ნაკურთხ წყალს

January 19, 2024
რას ნიშნავს ნათლისღება და რა ძალა აქვს ნაკურთხ წყალს

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ეს უძველესი ქრისტიანული დღესასწაული თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე, რომელმაც, თავის მხრივ, წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო საიდუმლო.

მაცხოვრის ნათლისღებისას გამოჩნდა სულიწმინდა მტრედის სახით, მაცხოვარეზე დაშვებული და მამა ღმერთის ხმამ დაადასტურა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ამ სასწაულის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი – განცხადება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ღმერთი სრული სახით გამოჩნდა – წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა – მამა ზეციდან, ძე – წყალში მდგომი და სულიწმინდა მტრედის სახით გადმოსული.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, შემდეგ კი წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ სამლოცველო კუთხეში და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის წყურვილის მოსაკლავად მიღება, ასევე არ შეიძლება ქალებში დედათა წესის დროს დღეებში.

ეკლესიაში ნაკურთხი წყლით განკურნების არაერთი ფაქტი ფიქსირდება.

ნათლისღების დღესასწაულს ზოგ ადგილებში თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი: ხდება მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში.

ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს და მიდიან მათთან სტუმრად.

და მაინც, რა არის ნაკურთხი წყალი და რატომ აქვს მას ჩვეულებრივისგან განსხვავებული თვისებები?

ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაადასტურა, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება. თუმცა არსებობს წყლის კურთხევის განსაკუთრებული მეთოდი (ე.წ. трёхзвонная вода), რომლითაც ყველაზე რთული დაავადებები იკურნება. ამ მეთოდით წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ ერთმანეთს ურევენ. როგორც ამბობენ, ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია!… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კალაძის შტაბთან მორიგი აქცია ჩატარდა – მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა
  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge