ჟურნალისტმა არჩილ გამზარდიამ გადაცემა „რეაქციაში“ საქართველოში სტალინიზმის პრობლემის შესახებ ისაუბრა.
„სტალინიზმი არის ჩვენი მენტალური ნაწილი, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია არ შემდგარი სტალინია, სასულიერო იერარქია არის არშემდგარი სტალინი, ყველა ხელისუფალი საქართველოში იყო არშემდგარი სტალინი.
სტალინიზმი ჩვენში ამ მხრივ არის ცოცხალი და სტალინს ვინც გმობს ხშირად ჩვენთან, ისიც სტალინური იდეოლოგიითაა სავსე. ის ადამიანები, ვინც 2000-იან წლებში ლამის სტალინური რეპრესიების მსგავსს ტაშს უკრავდნენ, წინა ხელისუფლებაში და ის ადამიანები, ვინც დღეს უკრავს ტაშს დღევანდელ ხელისუფლებას, ამ რეპრესიებს, ამ მიგზავნებს და ა.შ. ეს არის სტალინიზმის იდეა.
არ აქვს მნიშვნელობა, სტალინზე ადამიანი კარგს იტყვის თუ ცუდს, გააჩნია აქვს თუ არა მას სტალინისგან განსხვავებული მენტალობა და მისი შინაგანი სამყარო, პოლიტიკოსის, მოქალაქის, ნებისმიერის, ჰუმანურ იდეებზეა აგებული თუ განადგურებაზე.
ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ვართ განადგურებაზე ორიენტირებული საზოგადოება, რომლებიც, ყველას ვინც კი ჩვენ არ გვეთანხმება, ვცდილობთ გავანადგუროთ.
ამიტომაც, სტალინი ამ ქვეყანაში არის ცოცხალი სხვა და სხვა დოზით, თითქმის ყველა ჩვენგანში“, – აღნიშნავს ის.