მოსკოვთან ახლოს მდებარე კრასნოგორსკის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ვალერი ნემიროვსკიმ ცოლთან განქორწინების შემდეგ სექს-შოპიდან 600 ათასი რუბლის სათამაშოები მოიპარა.
ნემიროვსკიმ ერთი და იგივე სექს-შოპი ორჯერ გაძარცვა. ორივე ვიზიტის დროს 600 ათასი რუბლის ღირებულების სათამაშოები მოიპარა.
SHOT-ის მიხედვით,16 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე, კრასნოგორსკში 18+ სექს-მაღაზიაში 48 წლის ქურდი შეიჭრა და მინის კარი ჩაამტვრია. მერობის ყოფილმა კანდიდატმა ყველა მისთვის სასურველი ნივთი ჯერ თოვლში ჩაყარა, შემდეგ კი ფრთხილად შეაგროვა ყუთში და იქაურობა ნაძარცვით დატოვა.
სექს-შოპის თანამშრომლებმა ქურდობა პოლიციას შეატყობინეს, მაგრამ ქურდის პოვნას დიდი დრო არ დასჭირვებია. იმავე დღეს, ნემიროვსკი პოლიციის განყოფილებაში მივიდა აღიარებისთვის და ინტიმური ნივთებით სავსე ყუთიც თან გაიყოლა.