გაეცანით ცნობილი მსახიობების – გოგა ბარბაქაძისა და მაია დობორჯგინიძის – ცხოვრების საინტერესო მომენტებს, ოჯახურ ამბებსა და დაუვიწყარ როლებს.
გოგა და მაია ფართო საზოგადოებამ ყველასთვის საყვარელი სერიალიდან – „შუა ქალაქში“ – გაიცნო.
„მეთექვსმეტე წელი დაიწყო, რაც ოფიციალურად ვართ ცოლ-ქმარი. ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა, პირველ რიგში, სიყვარულის შედეგია. ერთმანეთს ვავსებთ, გვერდში ვუდგავართ. სიყვარულის გარდა, ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ, მან ჩემი პრობლემები იცის, მე – მისი. ამიტომ ყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის გვერდში დგომას. გვყავს ორი შვილი, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერია.
წლები გადის, მაგრამ სიყვარული არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება. როცა ჩვენი პირველი შვილი, გაბრიელი გაჩნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. როცა ბარბარე დაიბადა, ეს სიყვარული გაძლიერდა. ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთს, ვიდრე ადრე. 1 თებერვალს 38 წლის გავხდი და, ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღება მჭირდება.
როგორც ჩემი შვილები ამბობენ, კარგი მამა ვარ და ორივეს ვუყვარვარ. მეც და მაიკოც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ. ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ყურადღება ცოტა აკლიათ, მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, მათთან ვატარებთ. თვითონაც კარგი ბავშვები არიან, რაც მთავარია, კეთილები, თანატოლებთან ადვილად შედიან კონტაქტში. შვილებს მუდამ ვეუბნები და ვუხსნი, რომ ცხოვრებაში მთავარი სიკეთეა” – ამბობდა გოგა.
კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, რომელთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ” – ამბობს დობორჯგინიძე… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
