“მეუფე ილარიონი ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს იმის გამო, რომ ილია მეორის პატრიარქობას კანონიერად არ სცნობდა” – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს.
“1978 წლის ზაფხულში ილია მეორის პირადი მითითებით მისმა ძმამ, ვიქტორ შიოლაშვილმა კუნთმაგარი ბიჭების დახმარებით თბილისის წმ. სამების ძველი ეკლესიის (საჯარო ბიბლიოთეკასთან) საკურთხევლიდან ძალისმიერად გამოათრიეს გაბოჭილი ბოდბის ეპისკოპოსი მეუფე ილარიონი (სამხარაძე) და ფსიქიატრიულში გამოამწყვდიეს იმის გამო, რომ მეუფე ილარიონი ილია მეორის პატრიარქობას კანონიერად არ სცნობდა. საბჭოთა ფსიქიატრიულში ეპისკოპოსი ილარიონი აწამეს და ჭკუიდან შეშალეს.
სანამ თავის ძმას ვიქტორას საკურთხევლიდან გამოათრევინებდა ეპისკოპოს ილარიონს, ილია მეორემ მოიწვია სინოდის სხდომა, სადაც ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლ ცერცვაძეს ათქმევინა, რომ ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე არის ფსიქიკურად შეურაცხადი და სჭირდება ფსიქიატრიულში მკურნალობა. აი, გეკითხებით: რა კომპეტენცია ჰქონდა გაუნათლებელ მიტროპოლიტ გრიგოლ ცერცვაძეს, რომ დაედგინა ფსიქიკური შერაცხადობა თავისი თანამოძმის და კოლეგისა და მისი მოხსენების საფუძველზე სინოდსაც განჩინებაში იგივე ჩაწერა?! ექიმები იყვნენ, თუ ფსიქიატრები??? ილია მეორე იყო ჩვეულებრივი საბჭოთა ჯალათი, რომელიც მოწინააღმდეგეებს ყველანაირი ბინძური მეთოდებეთ იშორებდა!”