ბერძნული მედიის ცნობით, სალონიკში 41 წლის ქართველი, ორსული ქალი მოკლეს.
შემთხვევა 2024 წლის 1 იანვარს მოხდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქალს ერთ-ერთ ბინაში, სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით 39 წლის პარტნიორმა და მისმა 34 წლის მეგობარმა მიაყენეს, რის შემდეგაც მის ჯიბეში არსებული 80 ევრო აიღეს.
მედიის ცნობით, მოკლული ქალი, პოლიციამ, 8 იანვარს, ტყეში, მანქანის საბარგულში იპოვა.
სამართალდამცველებმა ქალის პარტნიორი და მისი მეგობარი 13 იანვარს დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება განზრახ მკვლელობაში, ორსულობის იძულებით შეწ
