Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე არ შევცვლიდი, სტალინი არ უნდა ამოიხატოს”– დავით თარხან-მოურავი

January 15, 2024
“მე არ შევცვლიდი, სტალინი არ უნდა ამოიხატოს”– დავით თარხან-მოურავი

“მე არ შევცვლიდი ამას, (სტალინი) არ უნდა ამოიხატოს”, – ამ განცხადებას პრორუსული პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი „დღის ამბებთან“ აკეთებს.

დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მღელვარება ხატის გარშემო ე.წ. შავი პიარს მოჰყვა. როგორც პრორუსული პარტიის ლიდერის შეფასებით, საპატრიარქომ “რბილი” გადაწყვეტილება მიიღო.

დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ სტალინის გამოსახულების ხატზე ასახვა ხატმწერის გადაწყვეტილებაა. ფრაგმენტის ცვლილება კი უახლოეს მომავალში მოხდება. თარხან-მოურავი არ გამორიცხავს, რომ ცვლილება საპატრიარქოს ხატმწერმა შეასრულოს.

თარხან-მოურავი ამბობს, რომ ხატის დაწერა ხატმწერს პარტიამ რამდენიმე წლის წინ შეუკვეთა, ესკიზები 2018 წლიდან გამოქვეყნებული იყო, ხოლო ხატი ბოლო 2 წელში დაიწერა.

ამ ხატის ესკიზები ინტერნეტში არაერთგზის იყო გამოქვეყნებული. ხატი დაწერა ქართველმა ხატმწერმა. ეს ესკიზები 2018-ში და 2019 წელსაც იყო განთავსებული. ხატს ის ქმნის თავის მოძღვართან ერთად, ჩვენ აქ საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენ ხატმწერისთვის არ მიგვითითებია არცერთხელ რა სცენები უნდა გამოსახოს მან.

მე ვამბობ, რომ კანონიკასთან არავითარი შეუსაბამობა არ არის.

წმინდა გიორგი ბორბალზე აცვეს – საიდან ვიცით ეს – მხოლოდ მისი ცხოვრების აღწერიდან, არც ვიდეო, არც ფოტო მასალა არ არის.

მე არაფერი არ უნდა გავთვალო, საერთოდ არ მომიგონებია ეს სცენა. თვითონ ხატმწერმა გადაწყვიტა… მატრონა მოსკოველის ხატი შეუკვეთეს ხატმწერს, ხატმწერმა თვითონ გადაწყვიტა ფრაგმენტები ცხოვრების. აქ არაფერი შეცდომა არ არის.

(სტალინი) არ უნდა ამოიხატოს, პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთმა მოდრიკა ყველა ღმერთთან მებრძოლი რეჟიმი.

მე რომ ვიყო არაფერს არ შევცვლიდი, ეს ფრაგმენტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთო უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უღმერთო რეჟიმი ან მისი ლიდერი, არაფერი აქ არ უნდა წაიშალოს, ჩემი აზრით. ჩვენ ვართ მაზიარებლები, ჩვენ ეს გადაწყვეტილება სულ არ გვიხარია, მე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ მაზიარებლები ვართ, საპატრიარქოს ბრძოლას ხომ არ დავუწყებთ, გადაწყვიტა – გაკეთდება.

ჩანაცვლდება ეს ფიგურა – იქნება მაგალითად, კიბოთი დაავადებული ქალბატონი, რომელიც განკურნა მატრონამ, 10-სანტიმეტრიანი ფიგურაა, ნახევარი საათი უნდა ამის შეცვლას.

ეს არის ემოციებს აყოლა – აქ არის ერთი ნაწილი ხალხისა, რომელსაც უბრალოდ არ სწამს ღმერთისა და ღმერთს ებრძვის, მეორე ნაწილია, რომელიც ებრძვის ღმერთს და თანაც ჭკუას გვარიგებს ხატები როგორ იყოს. კიდევ არის ნაწილი, სამწუხაროდ, განათლების დონე იმდენად დაეცა, რომ არის ხალხი, რომელიც ვერ აცნობიერებს ამას – პილატემ ქრისტე აცვა ჯვარს – პილატე ბრძანდება სკამზე და ქრისტე დგას ტყვედ, რა ვქნათ, ახლა ეს ხატები წავშალოთ?“ – ამბობს დავით თარხან-მოურავი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge