Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ”– როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

January 15, 2024
“მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ”– როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა IPN.GE-სთანჯ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გამსახურდია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კლინიკებში ჰოსპიტალური ინფექციებით დაინფიცირდა.

„ნოემბერში ცოტნეს სერიული ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი ჰქონდა, ჰოსპიტალში გადავიყვანეთ და იქ ორი ჰოსპიტალური ინფექციით დაინფიცირდა, რომელმაც მდგომარეობა გაგვირთულა. ორი კვირა რეანიმაციაში იწვა, სადაც შესანიშნავმა პროფესიონალებმა უმკურნალეს. ჰოსპიტალური ინფექცია, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინის გამოწვევაა და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თურქეთსა და გერმანიაშიც, წელიწადნახევრიანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში უმაღლესი რანგის კლინიკებში, ცოტნე დაინფიცირდა ყველაზე მძიმე 6 სახეობის ჰოსპიტალური ინფექციით, რამაც ბევრჯერ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მისი სიცოცხლე. ყველა ნევროლოგი თურქეთშიც და გერმანიაშიც მოგვიწოდებდა რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ცოტნე ჰოსპიტალებისთვის ამის გამო და რეაბილიტაცია, სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში, გაგვეგრძელებინა სახლში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 6 თვე ვებრძოდით თურქეთისა და ევროპის კლინიკებიდან წამოყოლილ ჰოსპიტალურ ინფექციებს და ძლივს დავამარცხეთ. არადა, ამგვარი პაციენტების სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ინფექციებია. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება გამოვუხატო ბრწყინვალე პროფესიონალსა და იშვიათ ადამიანს, ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას, რომელიც მთავარი რგოლია ცოტნეს ჯანმრთელობაზე მზრუნველ ექიმთა დიდ გუნდში. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე, სამუშაო და დასვენების საათები, ყოველთვის ჩვენთანაა და ყოველთვის ხაზზეა. და, ეს ყველაფერი სრულიად უსასყიდლოდ…

მოკლედ, ამჯერადაც შევძელით ამ სირთულის დაძლევა და ახლა ისევ უკეთაა. ისევ შევუდექით აქტიურ რეაბილიტაციას. ამჟამად, ქართველ ფიზიოთერაპევტებთან ერთად, სომხეთიდან ერთი თვით ჩამოსული ცნობილი კინეზოთერაპევტი უტარებს მკურნალობას. ამ სპეციალისტის გამგზავრების შემდეგ, გერმანელი ოკუპაციური თერაპევტი ჩამოგვყავს ერთი თვით. ასევე გერმანელი ნევროლოგი გეგმური კონსულტაციისთვის.

მეხუთე წელია, მუდმივ ბრძოლასა და წვალებაში ვართ, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრით. საოცარი სიცოცხლისუნარიანობითა და ბრძოლის ჟინითაა ცოტნე დაჯილდოებული“, – აცხადებს ჯაბაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge