Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„იწყება ხატის დაწერა “სტალინურ მმართველობას შეწირული ქართველი წმიდანები” – რას წერს ლაშა დეისაძე-შერვაშიძე

January 15, 2024
„იწყება ხატის დაწერა “სტალინურ მმართველობას შეწირული ქართველი წმიდანები” – რას წერს ლაშა დეისაძე-შერვაშიძე

ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძე-შერვაშიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ძვირფასო მეგობრებო!

იწყება ხატის დაწერა “სტალინურ მმართველობას შეწირული ქართველი წმიდანები”, რომლის დაწერის შესახებ ჩემი იდეა რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ. ხატზე გამოისახებიან წმიდანები: აღმსარებელი კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), ახალმოწამენი – მიტროპოლიტი ნაზარი ქუთათელი (ლეჟავა), დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე და იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. ხატზე ასევე გამოისახება მრავალი შარავანდედი, სტალინურ რეპრესიებს შეწირულ ახალმოწამეთათვის.
აგრეთვე, ხატზე გამოისახება 1937 წელს რეპრესირებული მიტროპოლიტი ვარლაამ ქუთათელ-გაენათელი (მახარაძე) შარავანდედის გარეშე, ვინაიდან ამ ეტაპზე ის არაა წმიდანად კანონიზირებული).
ხატს ფონად ექნება 1924 წელს სტალინურ-ბოლშევიკური მმართველობის მიერ დანგრეული ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) გამოსახულება, როგორც სიმბოლო საქართველოში საბჭოთა რეჟიმის მიერ ტაძრებისა და მონასტრების ნგრევისა.
ხატზე ქვემოთ გამოსახული იქნება იოსებ სტალინი (დიოკლეტიანეს მსგავსად), როგორც ზემოხსენებულ წმიდა მოღვაწეთა სხვადასხვა ფორმით უსამართლოდ დამსჯელი რეჟიმის მეთაური.
ხატს დაწერს ცნობილი ქართველი ხატმწერი თამარ გოჩიაშვილი, რომელიც ამ ძვირფას საქმეს შეასრულებს სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და უარს ამბობს საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებაზე, რომელიც ხატწერისთვის არის განკუთვნილი, როგორც წესი.
აღნიშნული ხატის დაწერისათვის (მხოლოდ მასალები და ასევე ჩასაბრძანებელი კიოტი) საჭირო არის 2000 ლარი. პირველ შეწირულობას, 500 ლარის ოდენობით ვაკეთებ მე. ვისაც სურვილი გააჩნია, რომ მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ხატის შექმნაში, შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი რაოდენობის შეწირულობა დარიცხოს ანგარიშზე: თი ბი სი, GE16TB7541645064300026 (მიმღები: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. გთხოვთ, დანიშნულებაში აუცილებად მიუთითოთ: ხატისათვის). ყოველგვარი ხარჯთაღრიცხვა იქნება სრულიად გამჭვირვალე და გამოქვეყნდება, როდესაც დასრულდება ხატის დაწერა.
ღმერთის წყალობა და ზემოხსენებულ წმიდათა ლოცვა ჰფარავდეს ამ ძვირფას საქმეს!“, – წერს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ამინდი უარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • ანტონიო ბანდერასი ილია თოფურიას მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge