Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა” – 16 წლის გოგოს სულის შემძვრელი ისტორია

February 12, 2021
,,დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა” – 16 წლის გოგოს სულის შემძვრელი ისტორია

კითხვაზე – „შეგიძლიათ, რამე კარგი გაიხსენოთ?“ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. მათ ცხოვრებაში ერთი ნათელი მოგონებაც კი არ აქვთ, არადა, ისინი უკვე ზრდასრულები არიან:

ანა 17 წლის არის, ბარბარე კი 16-ის. მათ დედა არ ახსოვთ, მამასაც ძლივს იხსენებენ; ახსოვთ ბებია – მოხუცი, ავადმყოფი… ეს ერთადერთი ახლობელი ადამიანი მათ ხელებში ჩააკვდათ.

ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ანას და ბარბარეს და შეეძინათ… დიახ, არ მოგესმათ! კვების დროს, მათმა დედამ ბავშვი დაახრჩო. „ალბათ შემთხვევით“, – ამბობს ანა. „ან შეიძლება, არა…“, – ამატებს ბარბარე. 2006 წელს, მათი დედა 9 წლით დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის გოგონებს აღარც უნახავთ.

„ის უკვე გამოუშვეს და ახლა თავისუფალია. სადღაც ცხოვრობს, არ ვიცით… მან ჩვენი ნახვა აღარ ისურვა და სიმართლე გითხრათ, ის აღარც ჩვენ გვახსოვს.“

მამა 2010 წელს გარდაიცვალა. ვეღარ გაუძლო. „დღემუდამ ტიროდა, – ამბობს ბარბარე. – მე ის ასეთი მახსოვს.“

პატარა გოგონები, ბებიასთან ერთად, მარტო დარჩნენ. მოხუცი ბებია ლოგინად ჩავარდა და პატარა გოგონებმა მისი მოვლა ისწავლეს; „მაგრამ ასე უკეთესი იყო. ჩვენ მარტო არ ვიყავით, საყვარელი ადამიანი გვყავდა“, – ამბობს ანა.

სამი წლის წინ, გოგონებს ბებიაც ხელებში ჩააკვდათ და ისინი ძველ, დანგრეულ სახლში სრულიად მარტო დარჩნენ. – „აი, კნუტები შევიფარეთ. ვინმე ცოცხალი მაინც გვყავს გვერდით.“

– გოგოებო, მოდით, თქვენზე ვისაუბროთ. როგორ ცხოვრობთ?

ანა (17 წლის): რადგან უფროსი ვარ, მოდით, მე დავიწყებ. მე და ჩემი და მარტო დავრჩით. უკვე 3 წელია, სულ მარტო ვცხოვრობთ. დედა არ გვახსოვს, მამა – ძლივძლივობით… დედაზე ამბობენ, რომ მან ჩვენი და დაახრჩო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. ასეთ რამეს დედა ვერ იზამს, ხომ ასეა?

– ბებია კარგად გახსოვთ?

ანა: მოხუცი იყო და ავადმყოფობდა. სულ ტიროდა. ამბობდა, მე რომ მოვკვდები, ობლებს, რა გეშველებათო? მას მე და ბარბარე ვუვლიდით. როდესაც ძალიან ცუდად გახდა, სკოლაში სიარულიც კი შევწყვიტეთ. რომ გარდაიცვალა, ჩვენი მეურვე ბიძა გახდა, მაგრამ ისიც ავად შეიქნა – თავზე სჭირდა რაღაც და საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვენ ისევ მარტონი დავრჩით… მერე, ვიღაც სხვა მეურვე დაგვინიშნეს… ის იშვიათად გვნახულობდა. ახლა, ჩვენზე მხოლოდ ერთი კეთილი მეზობელი ზრუნავს – დეიდა იზო. ის ყველაზე კეთილი ქალია და რომ გავიზრდები, მინდა, მას დავემსგავსო!

– ბედნიერები როდის იყავით? შეგიძლიათ, ასეთი დღე გაიხსენოთ?

ანა: არ მახსოვს… ალბათ, ძალიან პატარები ვიყავით და არ დაგვამახსოვრდა.

ბარბარე: მე კი ყველაზე ბედნიერი ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყავი! ჩემს დაბადების დღეზე! ტორტი მქონდა! ნამდვილი! ფოტოს ახლავე გაჩვენებთ! წარმოგიდგენიათ? ნამდვილი დაბადების დღის ტორტი!

ვრცლად: www.facebook.com

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge