სოციალური ქსელი საქართველოში დაბადებული სომეხი სპორტსმენის არმან ცარუკიანის ვიდეომ დაიმპყო, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში უფრო გემრიელი ხაჭაპური მზადდება, ვიდრე საქართველოში.
“მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია, ვიდრე საქართველოში“, – ამბობს UFC-ის 27 წლის მებრძოლი.
ვიდეომ ქართველ გულშემატკივრებში უარყოფითი რეაქციები და გამოხმაურებები გამოიწვია.
არმანი 1996 წელს საქართველოში, ახალქალაქში დაიბადა. ჭიდაობასაც პირველად საქართველოში ეზიარა და იმის შემდეგ სპორტისთვის თავი არ დაუნებებია. მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი საქართველოში დაიბადა, ხოლო რუსეთში გაიზარდა, ოქტაგონზე სომხეთის დროშით გამოდის, თუმცა მას სომხეთის მოქალაქეობა არ აქვს.
ამჟამად ცარუკიანი მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში, UFC-ში იბრძვის. ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეოთხე ნომერია. 14 აპრილს UFC 300-ზე ის ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივერიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულისთვის იბრძოლებს.