სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რესტორანში ხინკალი გაძვირდა.
კერძოდ, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, რესტორანში ხინკალი 13.5%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება.
ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს.