ტელეწამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ საპატრიარქოს ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს.
„ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიიდან უნდა მოიკვეთოს როგორც უფლის და სამშობლოს გამყიდველი!“, – წერს ის.
შეგახსენებთ, მათ შორის დაპირისპირება სამების საკათედრო ტაძარში წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს გუშინდელ საგანგებო განცხადებას მოჰყვა.
3 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ხოლო, 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.