გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 იანვარს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი;
ხოლო 15 იანვარს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე – სოფლებში: ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, ჭაშა.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩუგუნიაანი, მილახვრიანი, პირმისაანი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.