აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„მატრონა და ტრიმიფუნტელი დარჩება თუ არა “ტაძარში” მახატია.
რაც უნდა ის ქონდეთ თავის კორუმპირებულ და ბინძურ ინსტიტუციაში, ჩვენ კონკორდატი დავახიოთ თავზე და ბიუჯეტი ჩავუჭრათ, მათი გამოსწორება მე არ მადარდებს.
აი სტალინით ტვინის მოწამვლა აღვკვეთეთ ყველამ ერთად, კვერცხების სროლით ეფექტურად დასრულებული მანამდე დაწყებული უზარმაზარი კამპანიური ტალღით, რასაც ვერ გაუძლო და დანებდა რუსული ოცნება.
ჩვენ ეს შევძელით
სტალინის კულტი არ დაბრუნდება“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
3 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინწინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.