სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში მდებარე მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა, სოციალურ ქსელში წერს:
“მატრონა და ტრიმიფუნტელი დარჩება თუ არა “ტაძარში” მახატია.
რაც უნდა ის ქონდეთ თავის კორუმპირებულ და ბინძურ ინსტიტუციაში, ჩვენ კონკორდატი დავახიოთ თავზე და ბიუჯეტი ჩავუჭრათ, მათი გამოსწორება მე არ მადარდებს.
აი სტალინით ტვინის მოწამვლა აღვკვეთეთ ყველამ ერთად, კვერცხების სროლით ეფექტურად დასრულებული მანამდე დაწყებული უზარმაზარი კამპანიური ტალღით, რასაც ვერ გაუძლო და დანებდა რუსული ოცნება.
ჩვენ ეს შევძელით
ცნობისთვის, 2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ხოლო,11იანვარს საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.