“ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა. ძმებივით ვიყავით”– აცხადებს მომღერალი მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
“გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვინახულე. უკვე ძალიან ცუდად იყო. თითქმის, ლაპარაკიც აღარ შეეძლო. აი, ასე…
მე მძიმედ ვარ, სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი. ძმასავით მიყვარდა. დრო რომ გავა, მასზე შემოქმედებითი კუთხით, მერე ვისაუბრებ. ახლა ძალიან მიჭირს მასზე საუბარი”– ამბობს მერაბ სეფაშვილი.
ცნობისთვის, 59 წლის კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა.