იტალიურმა მედიამ საქართველოს მოქალაქის ვინაობა გაარკვია, რომელიც ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
ბრალდებული 32 წლის შოთა ჯავშანაშვილია, ის დაქორწინებული, ორი შვილის მამა.
ის პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც გაიგო, რომ მის ოჯახში სამართალდამცველები იყვნენ მისული.
კარაბინიერები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
ორივეს ბრალად ედება 26 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობა.
ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, მან ცივი იარაღით და მინის ბოთლის ნამსხვრევით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტუნისის მოქალაქეს. 26 წლის ილიეს ემრი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.