მამაკაცი, რომელიც გორის რაიონში, სოფელ ახალშენის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს, ჯარისკაცია.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს–ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.