“ეს არის ტყუილი – სტალინი მატრონასთან არ ყოფილა…”– აცხადებს მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი წმნინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, სადაც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
“თავიდან მეც მეგონა რომ ეს ცხოვრების ამსახველი იყო, მაგრამ არ ყოფილა, შეცდომაა ხატზე ” – აცხადებს მიტროპოლიტი.
დღეს, 11 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ ხატზე გამოსახული ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.