ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას ეხმიანებას.
“ხატის რესტავრაცია გამიგია, მაგრამ ხატის გადაკეთების პრაქტიკის შესახებ არაფერი მსმენია. იქნებ ვინმემ ამიხსნას, ეს როგორ ხდება?”– წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საპატრიარქომ საქმე სამების საკათედრო ტაძარში, წმ. მატრონასთან ერთად, ხატზე საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, გამოსახულებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.
2 დღის წინ ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
აღნიშნულს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.