გასული წლის დეკემბერში ოზურგეთში, პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს დედამ, ლიკა ხამათაშვილმა, AMBEBI.GE-ს ინტერვიუ მისცა.
მან ლაზარეს ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობასა და განწყობაზე ისაუბრა.
„ – ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩებით, ლაზარე თავს კარგად გრძნობს. ამ დღეებში მეორე ოპერაცია იგეგმება. პირველი ოპერაციის დროს კანის 80% დაიფარა, დანარჩენი ჯერ არ აქვს დაფარული.
– ლაზარე თუ გესაუბრებთ მომხდარზე, ახსოვს ის დღე?
– თავიდან ერთი პერიოდი ყველაფერს იხსენებდა. დედაჩემი რამდენიმე დღე ჩემთან ერთად იყო პალატაში იყო და მასთან უფრო საუბრობდა. ახლა ვცდილობთ აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ისე ყველაფერი ახსოვს. ღამე, ღრმა ძილში რომ მიდის, უცებ გაეღვიძება და საათნახევარი გაუჩერებლად ტირის, ალბათ ყველაფერი ახსენდება. დამამშვიდებელს ვაძლევთ.
– ხომ არ იგეგმება ბავშვის უცხოეთში გადაყვანა?
– ამ ეტაპზე არ ვიცით, მეორე ოპერაციის შემდეგ გაირკვევა, როგორ გაგრძელდება ლაზარეს რეაბილიტაცია.
– უფროსი შვილი როგორ არის, ალბათ მასაც ექნება შიშები?
– ახლა ბებიასთან არის, კარგად გრძნობს თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასაც დარჩა შიში. ენატრება, დედა, ძმა, მარტო დარჩენის ეშინია, გაღიზიანებულია.
– ლიკა, თქვენ თუ გყავდათ ოჯახში ძაღლი?
– არა, ძაღლი არ გვყოლია, მაგრამ ლაზარეს ძალიან უყვარდა ცხოველები. არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გადალახოს ბავშვმა ეს შიში. ჯერჯერობით სპეციალისტებთან არ მისაუბრია, როდესაც ოპერაციული ჩარევები დასრულდება, აუცილებლად მივიყვან ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან.
– რა ინფორმაცია გაქვთ ამ დროისთვის, პიტბულს რომელმაც თქვენი შვილები დაკბინა, ნამდვილად ჰყავდა პატრონი?
– არა, დღემდე არ ვიცი, საიდან მოვიდა. არც ის ვიცი, ვისია. ზოგადად ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლი იყო ჩვენს უბანში, მაგრამ ეს ძაღლი იქამდე არ მომხვედრია თვალში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეზოში ამ ჯიშის ძაღლი შემოვიდოდა… იმ დღეს ვნახე პირველად ეს ძაღლი, გაგდებას ვცდილობდი, მაგრამ…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე.
