აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის 17 წლის თემოს ეხება, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროება.
„ჩვენ შევძელით სასწაული! შუაღამეს, როდესაც ხალხის ძირითად ნაწილს ეძინა, ჩვენ შევძელით 72000€ შეგროვება, რომელიც უკვე გადარიცხულია ავიაკომპანიაში და ყველანაირად უზრუნველყოფილი, ყველანაირი წამლითა თუ მოწყობილობით, კერძო თვითმფრინავი მოემართება თბილისში თემოს წასაყვანათ. ეს არის სასწაული, ეს შეძლო ჩვენმა უნიკალურმა ერთობამ და ოჯახმა. შუაღამისას შევძელით ამ სასწაულის მოხდენა!!! ✨🌹 ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ ერთი ადამიანის გადასარჩენად ამასოფელში, ახლა ყველაფერი მაღლა წყდება. ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი თემოსთვის (კომენტარებში არა, ჩვენს გულებში). გაცილების ვიდეოს დაელოდეთ! ეს სიხარული ყველას მოგწვდებათ. 🌹“, – წერს მანგო.
