ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
როგორც ირკვევა, მშობლებმა ოკუპირებული გალიდან 6 წლის ბავშვის გადმოყვანა ზუგდიდის საავადმყოფოში მოასწრეს, თუმცა ბავშვის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, მოზარდი ბათუმში გადაეყვანათ.
მას სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა აღნიშნებოდა.
წყარო: „ტვ პირველი“
