უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„როდემდე უნდა გატაროთ ბიძინამ და მისმა სუსმა თავის ჭკუაზე .
მატრონას ხატის თემა შემოგიგდეს და უცებ რეზონანსული გახადეთ,ხო გახადეთ თქვენ საზოგადოებამ, მასმედიამ.
ეხლა გაიგეთ რომ ქართული ეკლესიის სადავეები პრორუსს მღვდლებს უჭირავთ ხელში ?
ის ხატი კარგა ხანია იქ დევს, მაგრამ უცებ როცა საჭირო გახდა გადაიღო ვიდეო ვიღაცამ მერე გაავრცელა სოციალურ ქსელში, მერე ერთი “ურა” პატრიოტული პოსტიც მიაყოლეს და საქმეც გააკეთეს.
მერე გამოჩნდა თავზე “ხელაღებული” პატრიოტი ,შეასხა საღებავი და საქმეში ჩაერთო უკვე სუსის დამრტყმელი ძალა “ალტინფო”.
აი ესეთი პატარა,პატარა ინტრიგნული თემებით მიგიყვანთ შემოდგომამდე და მერე ……ოი საოცრებავ ისევ ” ოცნებამ ” გაიმარჯვა.
ერთი წელი უკვე გატარათ თავის ჭკუაზე ნაც.მოძრაობის შიდა ომის თემით , ეხლა ეს თემა შემოაგდეს.
მინდა რომ უფრო პრაგმატულად და გონივრულად აზროვნებდეს საზოგადოება,რაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ხდება“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინწინ აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელზეც რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ მატრონასთან ერთად საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული.
