საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ვანდალური ფაქტიდან გამომდინარე დროებით მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება იზღუდება.
“გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, – წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 9 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.