თბილისში, ქმარმა 27 წლის მეუღლე, ქეთევან ედიბერიძე, მოკლა.
ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ათზე მეტი ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცოლის მკვლელობის შემდეგ, გიორგი კავლელაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული ქალის მამა.
„ტვ პირველს“ მამაკაცი უყვება, რომ მისი სიძე სვამდა და ამის გამო მას საყვედურობდა კიდეც.
„ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ბოლო სამი დღე მათთან გავატარე. ოღონდ სვამდა. როცა მკვლელობა მოხდა, ბიჭის მამაც იქ იყო, იმ სახლში. ეძინა, როცა ეს მოხდა. რაღაც მოხდა. სამი დღე მთვრალი იყო, დავტუქსე კიდეც, სასმელს ალბათ რაღაცა მიამატა, რაღაც დალია კიდევ… 4 თვის “კუკლა” ბავშვი დატოვეს“, – ამბობს მოკლული ქალის მამა.
