Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – რას წერს მეუფე სპირიდონი

January 10, 2024
„ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – რას წერს მეუფე სპირიდონი

სოციალურ ქსელში სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის წერილი გავრცელდა.

ის სამების საკათედრო ტაძარში წმ. მატრონას ხატის შეღებვას ეხება.

„ძმანო და დანო

ჩადენილი იქნა ძალზედ მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული დიდი წმიდანის, დიდი სასწაულთმოქმედის, ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი.
ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია, რომელიც შემსრულებლად იყენებს ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ, მისგანვე გონებაწართმეულ ადამიანებს.
უფალი ბრძანებს, რომ ბოროტება ლოცვით და მარხვით განიდევნება.
ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს აპატიოს ეს მკრეხელობა და, რომ დედა მატრონამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ყოველგვარი განსაცდელისა და ყოველი ხილული და უხილავი მტრებისაგან და გაამთლიანოს და გადაარჩინინოს საქართველო.
სავედრებელი პარაკლისი
ნეტარისა დედისა მატრონა მოსკოველისა
მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია, იტყვის: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი, ხმაი 2
ღმრთივგანბრძნობილსა ნეტარსა დედასა მატრონას, ტულისა შუენებასა და მოსკოვისა ყოვლადდიდებულსა სამკაულსა ვაქებდეთ, მორწმუნენო, რამეთუ მზის სინათლისა ვერ-მხედველი ქრისტეს ნათლითა განათლდა და წინაიჭურეტისა და კურნებისა მადლითა განმდიდრებული, აწ ღმრთისა საყდრისა წინაშე მდგომარე არს პალატთა შინა ზეცისათა და მლოცველ არს სულთათვის ჩუენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ტროპარი, ხმაი 4
ტულის მხარისა სიქადულო და მოსკოვ-ქალაქისა ანგელოზთასწორო ზესთამბრძოლო, შობითგან ვიდრე აღსასრულადმდე დღეთა შენთაისა თუალდაშრეტილო, გარნა ღმრთისაგან სულიერისა ხედვისა უხუებითა მომღებელო, წინაისწარმეტყუელო და მლოცველო, და უფროისად სნეულებათა კურნებისა მადლისა მომხუეჭელო, ნეტარო დედაო მატრონა, აწ შეგვეწიე ყოველთა სარწმუნობითა შენდა მოლტოლვილთა, და სულთა და ხორცთა სიმრთელისა მვედრებელთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ზღუაი ვითარცა ხმელი განვლო ისრაელმან, და ეგვიპტისა ძვირთაგან განრინებული ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოვლადმოწყალეო ღმერთო, ღირს-გვყავ უღირსნი ესე მონანი შენნი, რაითა ვუგალობოთ სათნომყოფელსა შენსა მატრონას, ვითარცა ურცხვენელსა შუამდგომელსა და ჩუენთვის მლოცველსა წინაშე შენსა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას ნათლისღებისა შენისასა, ვითარცა ალაბასტრი მიჰრონისაი, ესრეთ მიჰფენდი სუნნელებასა საღმრთოისაგან ემმბაზისა, და სიწმიდეი შენი გულისხმა-ყო მღდელმან, და ახარა მშობელთა შენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიჩჩოითგანვე მოიწყალ ქრისტეს სიყუარულითა, წმიდაო, და მადლითა მისითა მიახლებული ხატთა, ვითარცა მეგობართა თვისთა, ყრმეებრივითა ტიტინითა ადიდებდი ღმერთსა და აქებდი წმიდათა მისთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მთავარანგელოზისა გალობასა გიგალობთ შენ, წმიდაო, სახარულევანო მარიამ, დედაო ქრისტე ღმრთისაო, რომელ მარადის მლოცველ ხარ ნათესავისათვის კაცთაისა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჭურად რჩეულად გყო რაი ქრისტემან ღმერთმან, ნეტარო, ზეგარდამოითა სწავლითა უაღრეს რიტორთაისა განგაბრძნო უსინათლოი ეგე და ხორცითა უძლური, და სიყრმითგანვე წინაისწარჭურეტისა და სასწაულთმოქმედებისა მადლი უხუად მოგანიჭა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტემან, ნათელმან ჭეშმარიტმან, გონებაი შენი განანათლა რაი გულისხმა-ყოფად ბრძანებათა მისთა, შეიყუარე მეუფეი იგი ზეცისაი, და გულსმოდგინედ მსახურე მას, ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა შენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განითქუა რაი წინაისწარმეტყუელებანი შენნი საკვირველნი და ძალი კურნებისაი, მრავალნი ურვეულნი და უძლურნი შენდა მოივლტოდენ, ღმერთშემოსილო მატრონა, და მოიღებდენ დიდსა ნუგეშინისცემასა და ლხინებასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეცისა და ქუეყანისა დედოფალო, და ყოვლადძლიერო საფარველო ეკლესიისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, შეურყეველად დაამტკიცე ყოველნი ქრისტეანენი ერნი ღმრთისმოსავობასა შინა, და შეჰკარ ურთიერთ-თანადგომითა და სიყუარულითა საღმრთოითა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათვის, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეის მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს… (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომაი, ხმაი 2
ჭეშმარიტად რჩეულსა შენსა მატრონას ვაქებდეთ, ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რომელ იშვა დღესასწაულსა ხატისა შენისა „მსწრაფლშემსმენელისასა“, და ნათელ-იღო რაი ტაძარსა შინა მიძინებისა შენისასა, წმიდაი და საკვირველთმოქმედი ხატი შენი „მომძიებელი წარწყმედულთაი“ გამოსახეს დიდითა მოცადეობითა მისითა, აწ წმიდისა საფარველისა შენისა საპატიოდ აღგებულსა სავანესა შინა ხორცითა განისუენებს და სულთა ჩუენთათვის ილოცვის წინაშე ღმრთისა.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხორცისა ბრძნობაი მოიძულე, წმიდაო, და დიდად განმდიდრდი სიბრძნითა მით, რომლითა განაბრძნობს უფალი ხორციელთა თვალთა მოკლებულთა, და განბრწყინდი ღმრთისსათნოითა ცხორებითა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გეწადა რაი ხსნაი კაცთაი სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, მხურვალედ ილოცვიდი მუხლდრეკითა, ჰოი, მართალო ღმრთისაო მატრონა, და ითხოვდი უფლისაგან განძლიერებასა და შეწევნასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაი სიბრძნითა, სხუათაცა გარდასცემდი სწავლასა სჯულისასა, და აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველნი ნათესავნი გნატრიან შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვითარცა უძლურთა მკურნალსა, მფარველსა ობოლთასა და მომპოვნებელსა წარწყმედულთასა, და გევედრებიან ხსნასა და შეწევნასა.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაიპყრეს რაი მთავრობაი ქუეყანისა შენისაი ღმრთისმბრძოლთა, დევნიდენ სამღდელოთა და მორწმუნეთა ერთა, და ესმოდათ რაი საქმენი შენი საკვირველნი, იგუემებოდენ ღელვითა მძვინვარებისაითა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდი რაი ურწმუნოებისა განვრცობასა, ცრემლითა ილოცვიდი, ჰოი, დედაო სანატრელო, და ითხოვდი ერისა შენისა უსჯულოებისაგან გამოხსნასა და შეურყეველად დაცვასა ეკლესიისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განწმედილი და განმტკიცებული ძალითა მაღლისაითა დამკვიდრდი რაი დედა-ქალაქსა ქუეყანისა შენისასა, ტანჯულთა შვებასა მიანიჭებდი, ნეტარო, და უძლურთა ლხინებასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთეებრივისა და წინასაუკუნოისა ნათლისა მშობელო, სძალო ღმრთისაო მარიამ, დახსენ ბნელი შეცოდებათა ჩუენთაი და ღირს გვყავ დამკვიდრებად სასუფეველსა ზეცისასა.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დევნულებისა ალი აღაგზეს რაი შენ ზედა სჯულისაგან განდგომილთა, ვითარცა მწირი უქონელი, იცვლიდი საცხოვრისსა, და სულიერითა ცუარითა დაარწყულებდი შენდა მოსწრაფეთა, რაითა არა შეიწვან, და ხმობდენ: აღმომიყუანე მე, ღმერთო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმრთივმავალ ვარსკულავად გამოსჩნდი შენ, ნეტარო, და მგზებარებითა მსახურებდი რაი ერსა შენსა, ვითარცა ძუელ ოდესმე ბეთლემისა ვარსკულავი, მიიყუანებდი ჭეშმარიტისა მიმართ ღმრთისა და შენ მიერ განმტკიცებულნი აქებდენ ძალსა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მრავალგზის დამთმენელი უღმრთოთაგან შეურაცხყოფისა, ყოველთა შენდა მოსწრაფეთა უქადაგებდი ქრისტესა და მას აუწყებდი რაი ურვათა და იწროებათა შენთა, ვითარცა იონაი ვეშაპისა მუცელსა შინა ღაღადებდი: აღმომიყუანე მე, უფალო, სიღრმითგან ბოროტისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჯოჯოხეთისა და სიკუდილისა მძლეველისა მშობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ევედრე ძესა შენსა, შეცთომილისა ცხორებისა მიმართ მიდრეკილნი კუალად მოგვაქციოს სინანულად და განგვარინოს მზაკუვარებათაგან ეშმაკთაისა.
მიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 7
ქრისტეს მსახურებად დედის მუცლითგან გამორჩეულო, მართალო მატრონა, ურვათა და მწუხარებათა თავს-დებითა განვლეი რაი ცხორებაი შენი, აჩუენე სარწმუნოებაი მტკიცეი და ღმრთისმოსავობითა სათნო-ეყავ უფალსა, ამისთვისცა პატივსვჰსცემთ ხსენებასა შენსა, ნეტარო დედაო, და გევედრებით შეწევნასა, რაითა სიყუარულსა შინა ღმრთისასა ვჰგიებდეთ ჩუენცა.
იკოსი
მადლი სასწაულთა ქმნისაი მოიხუეჭე, ნეტარო, და რომელნი სარწმუნოებითა მტკიცითა მიეახლებიან წმიდათა ნაწილთა შენთა, კუალად განკურნებ ყოველთა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა მოტევებაი და სულთა და ხორცთა კურნებაი მოგვანიჭოს, რომელნი სიყუარულითა აღვავლენთ ხსენებასა შენსა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ხმაი 4
პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
სახარებაი ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ – არს ცათა შინა.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა ნეტარისა დედისა მატრონა მოსკოველისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ხატ სიწმიდისა გამოსჩნდი, ყოვლად ნეტარო დედაო, და საზრდელი უკუდავებისაი მიეც მორწმუნეთა – მართალი სარწმუნოებაი, რომლითაცა განანათლენ მრავალნი და აღძარ დიდებად ღმრთისა. აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა მოანიჭოს ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და ყოველთა მართლმადიდებელთა ერთა შორის დაამყაროს ურთიერთთანადგომაი და მშვიდობაი.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ეკატერინე, ბარბარე და მარინეისითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ლუკა იერუსალეიმელისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და წმიდისა ნეტარისა დედისა მატრონა მართლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა საკვირველებაი საღმრთოისა სიყუარულისაი, რამეთუ ჟამსა მას მძვინვარისა ომისასა ასწავებდი ხელისუფალთა, თუ ვითარ სათნო ეყუნენ უფალსა, და წინაისწარმეტყველებდი მტერთა ზედა ძლევასა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას ძნელბედობისასა ლოცვითა შეეწეოდი ერსა შენსა და თანა-ლმობითა ნუგეშინისსცემდი ომსა შინა მყოფთა სახლეულთა, და წინაითვე ეტყოდი მომავალსაცა მათსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლოცვათა შენთა ძლითა მრავალნი უღმრთოებითა ტყუე-ქმნილნი დაადგრნენ გზასა მას ცხოვნებისასა და მართალსა სარწმუნოებასა შინა განმტკიცებულნი უგალობდენ სამწმიდაარსსა ღმერთსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საფარველსა შენსა მოვევლტით, ქალწულო, მაყვალო შეუწველო, ლოცვითა შენითა დასწვი ცოდვანი ჩუენნი, ვითარცა ეკალნი ძეძვისანი, რაითა წმიდითა გულითა ვხმობდეთ: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჰბრძოდი რაი მთავარსა ამა სოფლისა ბნელისასა, მრავალთა ღუაწლთა შენთა ძლითა წინააღმდგომ ექმენ მანქანებათა ეშმაკისათა, აწ ჩუენცა გვიოხე ქრისტეს მიმართ, რაითა განგვარინოს მახეთაგან მისთა.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წინაისწარმეტყველებდი რაი ბოლოისა ჟამისა მოწევნასა, და ანტიქრისტეს გამეფებასა, ქრისტეს სახელით განამხნობდი მორწმუნეთა და ანდერძად დაუტევებდი პურისა წილ ჯუარისა აღრჩევასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დაღათუ უფროის დასნეულდი, არა უგულებელსყოფდი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა, დედაო, და ვითარცა მკურნალი და მეოხი ღმრთისა მიმართ, არცა-ვის განუტევებდი შეუწევნელად.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მშობელსა ზეციერისა მეუფისასა, რომელ სოფელსა შინა მოსრულ-იყო მოძიებად ჩუენ წარწყმედულთასა, შენ, ღმრთისმშობელო, ყოველნი გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიტყუანი დაუსრულებისა მის ცხორებისანი დანერგე რაი შორის მრავალთასა, მიიცვალე ამიერ სოფლით ღმრთისა თანა, ნეტარო დედაო მატრონა, და კეთილად შეამკევ დასი წმიდათა და მართალთაი.
ნეტარო დედაო მატრონა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სახარულად დიდად და საუნჯედ მრავალსაკვირველად მოგუმადლა ჩუენ უფალმან წმიდანი ნაწილნი შენნი, რომელთაცა სიყუარულითა მივემთხვევით და გადიდებთ შენ, ვითარცა შუამდგომელსა ჩუენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შეიწირე უღირსი ესე ვედრებაი ჩუენი, ყოვლად ქებულო დედაო, და მეოხ გვექმენ წინაშე უფლისა აღთქუმისაებრ შენისა, მომადლებად ჩუენდა სიბრძნისა და კეთილდღეობისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, ყოვლადკურთხეულო ქალწულო ღმრთისმშობელო, მოგუეც ჩუენ ხსნაი სულთა და ხორცთაი, და მსწრაფლ კურნებაი მიჰმადლე სნეულთა და ჭირთაგან განრინებაი ყოველთა მოსავთა შენთა.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განმანათლებელი
ქრისტეს ნათლითა განათლებული ნათლისა სუეტად მოხვედ ამა სოფელსა შინა – ცოდვისამოყუარებითა დაბნელებულსა, ნეტარო მატრონა, და განანათლებდი ბნელსა უღმრთოებისასა, აწ ჩუენცა არა დაგვიტეო დანთქმულნი ესე ვნებათა და ურვათა წყუდიდსა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ცხორებისდამდებელმან უფალმან ნათლისა მობაძავად შვილად ეკლესიისა წარმოგაჩინა და სიყუარულსა მისსა განგამტკიცა, ხოლო ნათლისა ანგელოზთა წმიდაი სული შენი ცად აღიყუანეს, წინაშე საყდრისა მის დიდებისაისა, სადა ყოველთა წმიდათა თანა იხარებ, ყოვლად ქებულო მატრონა, და ილოცვი სულთათვის ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, ღმრთისმშობელო, ცოდვისა წყუდიადითა დაბნელებულნი ესე განგვანათლე და ზიარ-გვყავ საუკუნოთა მათ კეთილთა.
მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს დასდებლებს:
უფლის მცნებათა ერთგულებით დამარხვითა გამოსჩნდი რაი სუეტად ღმრთისმოსავობისა, ვითარცა-იგი წინაისწარმეტყუელა შენთვის მართალმან მღდელმან იოანე კრონშტადტელმან, ეკლესიამან შეგრაცხა წმიდათა შორის თვისთა, და აჰა, წ ჩუენცა, ერთგულნი შვილნი მისნი გვედრებით შეწევნასა, რაითა არა დაგვიტეო ვნებათა და ურვათა წყუდიდსა შინა დანთქმულნი ესე, ჰოი, წმიდაო შუამდგომელო ჩუენო მატრონა, და წარგვიმართო გზასა მას ჭეშმარიტსა.
ეჰა, რავდენი კიცხევაი და ყუედრებაი, დევნულობაი, მრავალფერნი ნაკლულევანებანი და ეშმაკთა მანქანებანი ახოვანებითა თავს იდევ სიყუარულისათვის ღმრთისა და ერისა, და მარადის ქებასა აღუვლენდი უფალსა, განმაძლიერებელსა შენსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა განკურნოს ფიცხელნი სენნი ჩუენნი, ღმრთისა მიერ ჩუენ ზედა მოვლინებულნი ცოდვათათვის ჩუენთა და განგვარინოს ყოველთა უხილავთა და ხილულთა მტერთა საფრხეთაგან.
ვითარცა ვარსკულავი მრავალცისკროვანი, განჰბრწყინდი რაი ცხორებითა შენითა, ყოველსა ქუეყანასა განითქუა სასწაულთა სიმრავლეი, შენ მიერ აღსრულებული ღმრთეებრივითა მადლითა, რამეთუ მკელობელთა სლვასა მიჰმადლებდი, და უძლურთა და ცხედარსა ზედა მდებარეთა კურნებასა, ხოლო ეშმაკეულთაგან ბოროტთა სულთა განდევნიდი, და ყოველნი მადლსა და დიდებასა შესწირვიდენ უფალსა, რომელი იქმს საკვირველსა წმიდათა შორის თვისთა.
ძალითა ქრისტეისითა შემწედ უძლეველად გამოუჩნდი რაი მორწმუნეთა მისთა, შემდგომად სიკუდილისაცა ნაწილთა შენთა წმიდაი ლუსკუმაი ეშმაკთა განხდის, ვნებათა ჰკურნებს და უკურნებელთა სენთა და მრავალფერთა ჭირთაგან განარინებს მისდა შევრდომილთა, ამისთვისცა გული გვითქმს მიმთხვევად მისა, რაითა სიწმიდეი ეგე შენი გვექმნეს მკურნალად საკვირველად და მრავალფერთა ჭირთა აღმხოცველად ყოველთა მოსავთა შენთა.
ძალითა ცხოველმსყოფელისა ჯუარისაითა და ლოცვითა მხურვალითა ბოროტისა საცთურნი განაქარვე, და ჭეშმარიტსა გზასა აჩუენებდი რაი შეცთომილთა, აწ ზეცისა სავანეთა შინა დამკვიდრებულმან უფლისა წინამორბედისა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა თანა ლოცვაი-ჰყავ ცხოვნებისათვის ჩუენისა, რაითა არა ვიქმნნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამწმიდაარსისა გალობითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი…
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაი…
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა…
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელი: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარე-წარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ერისკაცი მცირე კვერექსის ნაცვლად – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის; დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, დედათა შორის ღვაწლმრავალო მატრონა მართალო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ეკლესიისაო; ანგელოზთა მოდასეო, მლოცველთა სამკაულო, და ქალწულებისა დამმარხველო, ქრისტეანეთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო!
ჰოი, ყოვლადქებულო სასწაულთმოქმედო, ნეტარო დედაო მატრონა, ვითარცა ჟამსა ქუეყნიერისა ცხორებისასა მარადის შეეწეოდი ყოველთა ტანჯულთა და ურვეულთა, რომელნი სასოებითა მოევლტოდენ შუამდგომელობასა შენსა, ეგრეთვე აწ მოიხილენ მოწყალითა თუალითა ჩუენ ცოდვილთა ზედა, რომელნი საცთურთა, სნეულებათა და ურვათა შინა განვლევთ დღეთა ჩუენთა, და შეგვაწყნარე ღმერთსა, მოგუმადლოს ხორცთა კურნებაი, და ეშმაკისა საცთურთა და მძლავრებათაგან განრინებაი, და შეგვეწიე ტვირთვად ჯუარისა ჩუენისა, რაითა შევუძლოთ ყოველთა ძვირთა და იწროებათა დათმენაი და არა დავჰკარგოთ ჩუენ შორის ხატებაი ღმრთისა, რაითა მტკიცედ დავიმარხოთ მართლმადიდებელი სარწმუნოებაი და წრფელი სიყუარული მოყუასისაი თვით აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ქრისტეისმოყუარენი მხედრობანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღმრთისსათნოდ მოღუაწეო დედაო მატრონა, რომელი ეგე სულითა წარდგომილ ხარ ცათა შინა წინაშე მეუფისა საყდრისა, ხოლო ხორცითა ქუეყანასა განისუენებ და ზეგარდამო შენდა მონიჭებულითა მადლითა აღმოაცენებ მრავალთა სასწაულთა, აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა მოჰმადლოს სოფელსა ნაყოფიერებაი და მშვიდობაი, მღდელთა სიწმიდეი და დაიფაროს ყოველნი ქუეყანანი ქრისტეანეთანი სრვისაგან, ძრვისა, ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა-დასხმისაგან მტერთაისა, მომსრველთა სენთაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა, ხოლო ჩუენ, მორწმუნეთა მოგვცეს ძალი დატევებისათვის ცოდვათასა და გვიხსნნეს ყოველთა სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან, რაითა სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ესე ცხორებისა ჩუენისაი, და ჟამსა სულისა ჩუენისა განსლვისასა უბრკოლველად მივიწივნეთ სასუფეველსა ზეცისასა, რაითა მარადის შენ თანა ვაქებდეთ სახიერებასა სამებობითა განდიდებულისა ღმრთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაი შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს…
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ნეტარისა დედისა ჩუენისა მატრონა მოსკოველისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:
საკვირველებათა შენთა სიმრავლეი, ვითარცა მდინარეი წყალუხვი, მორწყავს კიდეთა სოფლისათა, და კეთილად განშუენდების რაი ქრისტეს ეკლესიაი ღუაწლითა შენითა, აწ ჩუენცა კრძალვით შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა და გევედრებით შეწევნასა, რაითა მოგვცეს გულისხმაი შეცოდებათა ჩუენთაი ქრისტემან, და უვნებელად დაგვიცვას ყოველთა განსაცდელთაგან.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა ნეტარისა დედისა მატრონა მართლისაითა გვიხსენ ყოველთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან, და ღირს გვყავ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა“, – აღნიშნულია პოსტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge