თბილიში, ქმრის მიერ 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის, მკვლელობის საქმეზე „რუსთავი 2“-მა ახალი დეტალები გაარკვია.
30 წლის გიორგი კავლელაშვილი, რომელმაც ცოლის მოკვლის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე საავადმყოფოშია. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ს კომენტარი ადგილობრივებმა მისცეს.
„როგორც მეზობლებმა თქვეს, მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია. ალბათ [დაკავებულს] სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა, თორემ როგორ შეიძლება ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა გააკეთოს, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში,“ – თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა.
