მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში მარნეულში, მამაკაცის მიერ მოკლული ძაღლის შესახებ კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.
„იტალიაში 7 წლის წინ სამმა ბიჭმა თეთრი ძაღლი ჩამოახრჩო, რომელიც ჩამოხრჩობის მომენტშიც კი კუდს უქიცინებდა მათ. ბუნებრივია ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯეს. ძაღლს იტალიელებმა დაარქვეს ანჯელო-ანგელოზი და მას ძეგლიც დაუდგეს. დამიკავშირდნენ იტალიელი ცხოველთადამცველები, რომლებმაც მოგვაწოდეს იდეა, ამ ძაღლს დავარქვათ ანჯელო ჯორჯია და დავუდგათ მასაც ძეგლი“, – წერს ის.
