Monday, March 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რუსეთის თავსლაფდასხმული ეკლესია ვისაც წმინდანად აღიარებს, ის ქართული ეკლესიისთვისაც ავტომატურად წმინდანია?“ – ნიკა გვარამია

January 9, 2024
,, თამაზ, ეს რა დაგემართა” – რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა გვარამია თამაზ გაიაშვილის კომენტართან დაკავშირებით

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს. ის სამების საკათედრო ტაძარში, პროტესტის ნიშნად, წმ. მატრონას ხატის შეღებვას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება საღებავის შესხმით გამოხატულ პროტესტს: პროტესტის ეფექტურობასა და ეფექტიანობას შორის პირველის არჩევა ყოველთვის შეცდომა მეგონა და ახლაც ასე მგონია. მარტივად გაზომვადი ამბავია: არავის სტალინის ჩამოკიდება არ მოწონებია, ღრმა მარგინალების გარდა. ახლა ამ ნებაყოფლობით თუ სოციალური პრესის შედეგად არმომწონებელთა უდიდეს ნაწილს შინაგანი არგუმენტი მიეცა (დაუბრუნდა), რომ სტალინის ფაქტორი განზე გადადოს, მისი დამკიდებელი მსხვერპლად გამოაცხადოს და საღებავის შემსხმელზე ილაპარაკოს და ლანძღოს. ეს შედეგი ზედაპირზეა და მარტივად განჭვრეტადი იყო.
ნამდვილად არ მგონია მატრონას და სტალინის სამებაში დაკიდება/არდაკიდების საკითხი იყოს იმგვარი, სადაც კანტის იმპერატივი იმოქმედებდა, რომ ქმედება უნდა იყოს განხორციელებისას სწორი და არა შედეგით შეფასდეს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, პროტესტის აზრი მის შედეგშია (ეფექტიანობა) და არა პროცესში (ეფექტურობა). ამ შემთხვევაში, სრულიად დარწმუნებული ვარ, პროტესტის არჩეული ფორმა კონტრეფექტურია და კომფორტის ზონაში აბრუნებს სამართლიანი საზოგადოებრივი აღშფოთების შედეგად კედელთან მიყენებულ სამარცხვინო მატრონისტებს.
ps ისე, რუსეთის თავსლაფდასხმული ეკლესია ვისაც წმინდანად აღიარებს, ის ქართული ეკლესიისთვისაც ავტომატურად წმინდანია? ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვკითხულობ, არ ვიცი და მაინტერესებს: მართლა ასეთი წესია? და თუ ეგეთი წესია, გუნდიაევის ბანდა პუტინის ბეატიფიკაციასაც მოახდენს და მაგ დროს რა ხდება – კანონიკური წინაპირობა იარსებებს პუტინის ხატის ქართულ ტაძრებში გამოფენისთვის?“, – წერს ის.

შეგახსენებთ, დღეს აქ­ტი­ვის­ტმა ნატა ფე­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში, ხატს, რო­მელ­ზეც ნე­ტარ მატ­რო­ნა მოს­კო­ველ­თან ერ­თად იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ვითარებაა გზებზე – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს
  • ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა
  • “როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში” – შალვა პაპუაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge