Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს…” – რას იხსენებს გიორგი კეკელიძე

January 9, 2024
“გურიაზე როცა ვლაპარაკობ, საკუთარ თავზე ვყვები.. ყოველგვარი სამძიმარი ხელოვნურად მეჩვენება და არაკმარად…” – კეკელიძე

“მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს…” – ამის შესახებ მწერალი და ეროვნული ბიბლლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

“მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს, დამშეულ ძაღლებს, იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს. „გაწუწკდა და მოსაკლავია” – ამბობდა ადამიანი, გამოჰქონდა თოფი და უმიზნებდა. ძაღლი უყურებდა პატრონს და პატრონი უმიზნებდა. ბებიაჩემი ყურებზე ხელებს მაფარებდა, მაგრამ თითების ღრიჭოებში მაინც აღწევდა გაკვირვებული წკმუტუნი. და კლავდა ძაღლს ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის, მერე მარხავდა და თოფს წმენდდა ბინძური მზერით.
იმ ცხოვრებაში, ის ძაღლი და ის კაცი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს და იმ სამყაროში, რადგან ყველაფერი უკუღმაა, უკუღმაა ანდაზებიც და იმ სამყაროში „პატრონი ძაღლს ვერ ცნობს”, რადგან ძაღლი იქნება თეთრი ფრთებით და ძაღლს ლაპარაკი ეცოდინება და ძაღლს პატრონი ეყვარება, ძაღლს თავში ტყვიით და ზურგზე ფრთებით. საკუთარი მკვლელი ეყვარება, რადგან ხომ გითხარით, ძაღლს რომ უყვარს, ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია და კიდევ კარგი, რომ გაუგებარია. ამიტომაც არის ადამიანი ადამიანი და ძაღლი – ძაღლი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს”- ყაველაშვილი
  • მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს
  • წყალი 9 საათით შეწყდა – იხილეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge