ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ არასრულწლოვანს, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ერთი მოზარდი ადგილობრივი სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. მეორე მოზარდი კი სტუმრად იყო ჩასული.
