ბოლნისში დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ambebi.ge–ს ბოლნისის სოფელ მუხნარას სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი ესაუბრა.
მისი თქმით, დაღუპულებიდან ერთია ადგილობრივი, ხოლო მეორე მოზარდი მარნეულიდან არის და ის სოფელში სტუმრად იყო ჩასული.
“ერთ- ერთი დაღუპული ჩემი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ასევე გარდაცვლილია მეორე მოზარდი, მისი თანატოლი, რომელიც მარნეულიდან არის და სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში. ითქვა, რომ თითქოს ძმები არიან დაღუპულები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, გადავამოწმე ინფორმაცია და დავაზუსტე, მეორე დაღუპული მარნეულიდანაა. არც ის არის სიმართლე, რომ ისინი იქ ვაჭრობდნენ, არა, იმ ადგილას ძირითადად მოხუცები დგანან და ვაჭრობენ. პატარა ბაზარივით აქვთ და სოფლის პროდუქტებს, ბოსტნეულს ყიდიან. ბავშვები იქ პროდუქტის საყიდლად იყვნენ მისულები და ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა”– აცხადებს ონიანი.
