„ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია – პიკი იანვრის ბოლოსკენ იქნება, მოვუწოდებდი ყველამ გრიპის ვაქცინაცია ჩაიტაროსამჟამად მომართვიანობა ძირითადად არის რესპირატორული ვირუსების ინფექციების გამო. ყველაზე მეტად გავრცელებულია ამ პერიოდში ა ტიპის გრიპის ვირუსი”– განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-იდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონქიოლიტის დიაგნოზით.
“სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში.
ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან.
არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება.
ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.