სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, სამებაში საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, ხატის განთავსებას გამოეხმაურა.
„არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის არ მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი“, – ამბობს იოანე მჭედლიშვილი მთავართან საუბარში.
