აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალური ქსელით სამების საკათედრო ტაძარში საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის, ხატის განთავსებას გამოეხმაურა.
„ხალხი აღშფოთებულია სამებაში სტალინის ხატი დაკიდესო. მეგობრებო, ეს უბარლოდ გამოსახულებაა. თქვენ იმაზე იდარდეთ, მაგ ანაფორიანებში შიგნიდან რა არის, რომელიც არ ჩანს და ვერ ხედავთ. “ხატს” მოხსნიან მაინც, მაგ მეტასტაზებს კი ერთი დიდი რევოლუციის გარდა, საუკუნეები ვერ მოაშორებს. ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები არიან, რომლებიც 21 საუკუნის წინაც აწამებდნენ ქრისტეს და დღემდე იგივეს ჩადიან. ხე ნაყოფით იცნობა – ხო და მაგათი ნაყოფი თვალწინ გაქვთ“, – წერს ის.