25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა. მას პირველი შვილიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი დაარქვეს.
სალომე ზურაბიშვილმა შვილიშვილი რამდენიმე დღით მოინახულა, ამის შესახებ მან გადაცემაში “რა დროს ძილია” ოლგა ბაბლუანს განუცხადა.
“ძალიან გამეხარდა რომ რამდენიმე დღით ვნახე მარიამი. ვწუხვარ რომ ჯერ ვერ ჩამომყავს. ბავშვი ახლა პარიზშია და იმედია ზაფხულში ჩამოვიყვან საქართველოში.
გასული წლის ყველაზე კარგი ამბავი იყო მარიამი, სხვა კარგი ამბავი არ მახსოვს” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მეტად თინეიჯერები ეცოდება, რომლებსაც საშუალება არ აქვთ მეგობრებს შეხვდნენ.
“რეგულაციები მოითხოვს ყველა არ დადიოდეს ადმინისტრაცაში, მაგრამ მე ყოველდღე აქ ვარ და ვაგრძელებ მუშაობას” – ამბობს პრეზიდენტი.